ბორჯომის მერია: დაბა ახალდაბაში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობა მიმდინარეობს

528

დაბა ახალდაბაში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობა მიმდინარეობს, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, სამუშაოები სასმელი წყლის დებეტის გაზრდის მიზნით ხორციელდება.

“სამუშაოები, რომელსაც შპს „უნივერსალ-სერვისი“ ახორციელებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 120 846 ლარით ფინანსდება”, – განმარტავენ მერიაში.

მერიის ინფორმაციით, მაგისტრალური მილსადენის მოწყობა ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება.