ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგფონდით დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო

921

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები დაიწყო.

ჩოხატაურის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ჯვარცხმა – ინტაბუეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო/ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 234 236 ლარს შეადგენს.

ასევე, სოფელ ხიდისთავში ანა კალანდაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია გაგრძელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 173 775 ლარს შეადგენს.