ბორჯომში, ლიკნის დასახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას ადგილობრივებთან ერთად გაეცნენ.
მათივე ცნობით, სპორტული მოედნის მოწყობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ იგეგმება.