მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია 5 000 000 ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს, რაც როგრც ახალ პროექტებს, ასევე, არსებულის რეაბილიტაცია-განახლებას ითვალისწინებს.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, სოფელ საციხურში, სასოფლო კლუბის დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 34 276 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 აპრილს დაიწყო და 23 ივნისს დასრულდება, რომელსაც შ.პ.ს „იაკობი“ ახორციელებს”, – ამბობენ მერიაში.