სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ასფალტო–ბეტონის დაგება მიმდინარეობს.
სამტრედიის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს ,,არქეპოლის–ი” აწარმოებს.
ასევე, მათივე ინფორმაციით, დაიგეგმა ნაბაკევის საბავშვო ბაგა–ბაღის ეზოს კეთილმოწყობაც.