შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების და მოწყობა მიმდინარეობს. ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის...
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, არაერთი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა...
ზაფხულიდან, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები იგივე შეღავათიანი ბარათებით ისარგებლებენ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს აქვთ. ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. „განათლების და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს პროფესიული სტუდენტებისთვის, სტუდენტური ბარათით შეღავათის მიღების წესზე, რომ პროფესიული განათლების სტუდენტებმა ზუსტად იგივე შეღავათებით ისარგებლონ, რაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აქვთ. ივლისი გვაქვს საბოლოო ვადად განსაზღვრული“, – თქვა სამინისტროს პროფესიული...
წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, თბილისი, ერთი წლით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიისა და იუნესკო-ს ერთობლივი პროექტი 23 აპრილს, 16:30 საათზე, „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გაიხსნება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე წიგნის დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადმოიბარებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი იან დენისონი, იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი ვერა მიხალსკი-ჰოფმანი, გამომცემელთა მსოფლიო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის ბალანსზე მყოფი ორი კომპანიისათვის ახალი ოფისის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულის მერიამ ა(ა)იპ ,,სუფთა მარნეული“-სა და შპს ,,მარნეულის სოფწყალი“-სათვის შენობის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენისათვის 11 864 ლარის ღირებულების ტენდერი 20 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „სუფთა მარენული“-სა და „მარნეულის სოფწყალი“-სათვის განკუთვნილი შენობა სავარაუდოდ ორ სართულიანი უნდა იყო. შენობა უნდა მოიცავდეს როგორც საოფისე...
ხუტორ-ლეჟბადინი მარნეულიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი საუკუნეზე მეტია არსებობს, თუმც აქაურებისთვის წყალი იმდენად პრობლემურია, რამდენადაც სოფლის ამორტიზებული გზა. სიტუაცია წვიმის პერიოდში კიდევ უფრო რთულდება. ვეკილ საფაროვი სკოლაში შვილებთან ერთად დადის, ბოტებს იცვამს, უმცროსი გოგო ხელში აჰყავს და გზას მიუყვება. ვეკილი გვიყვება, რომ წლებია ადგილობრივ თვითმმართველობას გზის დაგებას სთხოვს. ამ თემაზე რადიო მარნეული წერს.  „წვიმა რომ მოდის, ასეთ დღეშია ჩვენი...
23 აპრილს, ჭიათურაში სოფელ სვერში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკი ვია ფერატა იხსნება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  ვია ფერატა სათავეს იღებს ალპებიდან. ეს გახლავთ კლდეზე ფოლადის ბაგირითა და რკინის საფეხურებით გაყვანილი ექსტრემალური ბილიკი, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული აქტივობაა მსოფლიოში. სვერის ვია ფერატა საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში პირველი მსგავსი პროექტია.
თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იან სლივამ, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ასოციაცია „აგორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ სვანიძემ. თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარესა და...
გორის ახალგაზრდულმა იდეამ საგრანტო კონკურსში 4 გამარჯვებული გამოავლინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერის, ავთანდილ სამადალაშვილის თქმით, კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი შეირჩა. შერჩეული პროექტებია: ,,ნარჩენების მართვა", ,,იზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე", ,,დაინახე შანსი", ,,ერთად ჯანსაღი გარემოსთვის". "სამი მიზანი ავარჩიეთ, რის შესახებაც უნდა გაგვეცა გრანტები, როგორიცაა ნარჩენების მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ცხოველთა დაცვა. 30-მდე აპლიკაცია შემოვიდა და აქედან შევარჩიეთ 4 ჯგუფი და გავცემთ...
წინა სტატია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ახალციხის საკრებულოში, ამბარცუმ ბაბოიანი საკუთარი მანქანის დაწვის საქმეში დაზარალებულად ცნობას ითხოვს. აღნიშნულ საქმეზე მისმა ადვოკატმა სასამართლოს უკვე მიმართა. ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეში დეპუტატს არა მოწმის, არამედ დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მანქანა მიზანმიმართულადაა დამწვარი. „ჩვენი მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ავტომანქანის კაპოტზე არის ნავთობ პროდუქტის კვალი, ვიღაცამ მიზანმიმართულად თუ არ მიასხა...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში უფასო პარკირების მანიშნებელი აბრები 10 ადგილზე განთავსდა. აბრების გაკეთება მერიამ სახელმწიფო აუდიტის  2018–2019 წლების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვიტა, სადაც აღნიშნულია, რომ არაუფლებამოსილი პირები უფასო პარკირების ადგილებზე მძღოლებს თანხას ახდევინებდნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „ბანერები ქალაქის მასშტაბით უფასო პარკირებებზე განთავსდა. ასეთი ადგილი ქალაქის მასშტაბით 10–ია. მოქალაქეებისთვის მანქანების განთავსება უფასოა“, – ამბობს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის...
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვბეგვერდზე გამოქვეყნდა 3.3-მილიონიანი ტენდერი, რომელიც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ არის გამოცხადებული. მუნიციპალური სამსახური ამ თანხით მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის 1000 მთვლელის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.  ტენდერის თანახმად, ერთი მთვლელის სავარაუდო ღირებულება 3,300 ლარით არის განსაზღვრული. ეს ერთადერთი ტენდერი არ არის, რომელიც მიკროავტობუსებს უკავშირდება. აპრილის დასაწყისში გამოცხადდა 35.9-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" 300...
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ წელს კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა ბიუჯეტს 87 მილიონი ლარი დაუჯდა. მოხმარებლებს იანვარ-თებერვლის ტარიფები დაუსუბსიდირდათ. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.  ტარიფების სუბსიდირების პროგრამა 2020 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს გასულ წელს 328.9 მილიონი ლარი დაუჯდა. კომუნალური ტარიფების სუბსიდირება ორ ეტაპად განხორციელდა - აქედან პირველი ეტაპი გასული წლის გაზაფხულზე - მარტში, აპრილსა და მაისში...
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 11 320 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. „ეს ქუჩა სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან და ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა. სწორედ ამიტომ, ამ ქუჩის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან...
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გორის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა საჭიროებებს სწავლობს. ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენელი, თეა თედლიაშვილი ფიქრობს, რომ საპილოტე პროგრამამ დაძრა საკითხის მოგვარება, თუმცა ეფექტურობისთვის მისივე თქმით, საჭიროა რეგისტრაციის სწრაფი ტემპით განხორციელება მოხდეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრში" თვლიან, რომ ხანდაზმულებს ამ პროცესში პრობლემები ექმნებათ, ხარვეზების აღმოფხვრისთვის კი, მოქალაქეებთან უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი კომუნიკაციების დაგეგმვაა საჭირო. სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტში, რაც მიწების უფასოდ რეგისტრაციას...
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა მაისის პირველ ნახევარში დაიწყება. ტენდერში გამარჯვებული ჩინური კოპანიის თანამშრომლები ახალციხეში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. კომპანია “JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP”–ის ფინანსური დირექტორის, ანა გელენავას განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება, 30–დან 80–მდე ადგილობრივი დასაქმდება. სპორტული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ