ბორჯომში უფასო პარკირების ამსახველი აბრები დადგეს

491

ბორჯომის მუნიციპალიტეტში უფასო პარკირების მანიშნებელი აბრები 10 ადგილზე განთავსდა. აბრების გაკეთება მერიამ სახელმწიფო აუდიტის  2018–2019 წლების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვიტა, სადაც აღნიშნულია, რომ არაუფლებამოსილი პირები უფასო პარკირების ადგილებზე მძღოლებს თანხას ახდევინებდნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ბანერები ქალაქის მასშტაბით უფასო პარკირებებზე განთავსდა. ასეთი ადგილი ქალაქის მასშტაბით 10–ია. მოქალაქეებისთვის მანქანების განთავსება უფასოა“, – ამბობს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით ბორჯომის, მერიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ავტოსადგომებზე არაუფლებამოსილი პირები მძღოლებს თანხას ახდევინებდნენ.