თბილისის მერია: გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

325

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 11 320 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„ეს ქუჩა სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან და ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა. სწორედ ამიტომ, ამ ქუჩის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო და შემდგომ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა – წყალარინების ახალი ქსელი. ახლა კი, საგზაო სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „L&L” ასრულებდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო.