გორის ახალგაზრდულმა იდეამ საგრანტო კონკურის გამარჯვებულები გამოავლინა

594

გორის ახალგაზრდულმა იდეამ საგრანტო კონკურსში 4 გამარჯვებული გამოავლინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერის, ავთანდილ სამადალაშვილის თქმით, კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი შეირჩა.

შერჩეული პროექტებია: ,,ნარჩენების მართვა”, ,,იზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე”, ,,დაინახე შანსი”, ,,ერთად ჯანსაღი გარემოსთვის”.

“სამი მიზანი ავარჩიეთ, რის შესახებაც უნდა გაგვეცა გრანტები, როგორიცაა ნარჩენების მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ცხოველთა დაცვა. 30-მდე აპლიკაცია შემოვიდა და აქედან შევარჩიეთ 4 ჯგუფი და გავცემთ გრანტებს მათზე. ესენი არიან საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც ახალგაზრდებისგან შედგება. ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს. 25 აპრილს გვაქვს შეხვედრა გამარჯვებულებთან და მათთან ერთად განვიხილავთ, როგორ უნდა წარმართონ პროექტი, გავაცნობთ პრეზენტაციას და ასე შემდეგ”, – განაცხადა ავთანდილ მიდელაშვილმა.

გორის ახალგაზრდული იდეა თითოეულ გამარჯვებულს გრანტის სახით 800 ლარს გადასცემს.