ჭიათურაში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკი იხსნება

464

23 აპრილს, ჭიათურაში სოფელ სვერში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკი ვია ფერატა იხსნება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

ვია ფერატა სათავეს იღებს ალპებიდან. ეს გახლავთ კლდეზე ფოლადის ბაგირითა და რკინის საფეხურებით გაყვანილი ექსტრემალური ბილიკი, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული აქტივობაა მსოფლიოში.

სვერის ვია ფერატა საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში პირველი მსგავსი პროექტია.