ადამიანის უფლებათა ცენტრი: გორში მიწის რეგისტრაციის პროცესში ხანდაზმულებს პრობლემები ექმნებათ

549

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” გორის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა საჭიროებებს სწავლობს. ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენელი, თეა თედლიაშვილი ფიქრობს, რომ საპილოტე პროგრამამ დაძრა საკითხის მოგვარება, თუმცა ეფექტურობისთვის მისივე თქმით, საჭიროა რეგისტრაციის სწრაფი ტემპით განხორციელება მოხდეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრში” თვლიან, რომ ხანდაზმულებს ამ პროცესში პრობლემები ექმნებათ, ხარვეზების აღმოფხვრისთვის კი, მოქალაქეებთან უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი კომუნიკაციების დაგეგმვაა საჭირო.

სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტში, რაც მიწების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს, ორგანიზაციამ ხარვეზები გამოავლინა. გორის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულები საჭირო ინფორმაციას ვერ იღებენ და შესაბამისად რეგისტრაციის პროცესიც ჭიანურდება.

“ერთ-ერთ პრობლემად იკვეთება მიწის რეგისტრაციის საკითხი. კერძოდ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხშირად ხდება ხარვეზის დადგენა, რისი აღმოფხვრის საშუალებაც ხანდაზმულებს არ აქვთ. ხარვეზს საჯარო რეესტრი ადგენს და აქვეყნებს ელექტრონულად. ხშირ შემთხვევაში კი ხელმისაწვდომი არ არის ხანდაზმულებისთვის ამ ინფორმაციის გაგება. ამასთანავე მათ ძალიან უჭირთ ფიზიკურად გადაადგილება, დამატებითი დოკუმენტების მოძიება და ა. შ.”,-  განაცხადა თეა თედლიაშვილმა.