ზაფხულიდან, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები იგივე შეღავათიანი ბარათებით ისარგებლებენ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს აქვთ. ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
„განათლების და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს პროფესიული სტუდენტებისთვის, სტუდენტური ბარათით შეღავათის მიღების წესზე, რომ პროფესიული განათლების სტუდენტებმა ზუსტად იგივე შეღავათებით ისარგებლონ, რაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აქვთ. ივლისი გვაქვს საბოლოო ვადად განსაზღვრული“, – თქვა სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ სამხარაძემ.