აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით და სხვა გადასაადგილებელიი საშუალებებით დახმარებას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.
„მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური...
8-12 მაისს, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი 8 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება, ლეო გაბრიაძის ფილმით „ჰარი ჰარალე დედაო“.
კონკურსის ჟიური ფესტივალის მთავარ პრიზს -"ოქროს დინოზავრს“ გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში - საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
ფესტივალის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები, მათ შორის, შეიზღუდება ჩვენებებზე დამსწრეთა რაოდენობა....
დიდუბის რაიონის გამგეობა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად კი, საცხოვრებელი შენობის დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
"თევდორე მღვდლის ქუჩის N14-ში, მირცხულავას ქუჩის N12-ში, წერეთლის გამზირის N99-ში, ასევე, ევდოშვილის ქუჩის N2/10-სა და დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-15 კორპუსებში დაზიანებული ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ჩატარდა.
ასევე, სამუშაოების ფარგლებში, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. სამუშაოები, ჯამში, 3 400 კვ.მ ფართობზე განხორციელდა", - განმარტავენ რაიონის გამგეობაში.
აღნიშნული...
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია გაიჯარებული ქონებრივი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიური ჩართვა. სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და ახლა უკვე - სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთების, მოიჯარეთათვის პრივატიზებას. აღნიშნული პროგრამის მიმართ დაფიქსირებული დიდი ინტერესისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესის დაჩქარებისა და პროაქტიურობის გაზრდის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონალურ სამსახურებში ამზომველის...
ქალაქ ფოთში, უეფა-ს მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ასევე, მერიის ინფორმაციით, ეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სამეურნეო სათავსოები. დამონტაჟდა ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყო ლედტაბლო.
"პარალელურ რეჟიმში სამუშაოები მიმდინარეობს სათადარიგო მოედანზე, სადაც ხელოვნური ბალახის საფარი დაიგო და შენდება ტრიბუნები.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება...
მთაწმინდის რაიონში, რამდენიმე მისამართზე თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, - აცხადებენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, ამჯერად, ბ.კრავეიშვილის ქუჩა N5-ში სადარბაზო რემონტდება, რომლის შენობის კაპიტალურად გამაგრება გასულ წელს განხორციელდა. ასევე, საერთო სარგებლობის კიბეებისა და აივნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მ. ბროსეს ქ. N11/16-სა და ვ. აბაშიძის I ჩიხი N6-ში.
პროექტებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 506 ლარია გამოყოფილი.
პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, საზოგადოებრივი სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, დასასვენებელი სივრცე, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა გაკეთდება. დამონტაჟდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება. აქვე მოეწყობა გარე...
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, მინიტრაქტორებს, მოტობლოკებსა და სურსათის გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ...
ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 950 კვ.მ ფართობზე დაიგო.
მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 56 567 ლარი დახარჯა.
სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, 16 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, ჯამში, სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 475 693 ლარია გამოყოფილი.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, რვა მისამართზე ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 219 800 ლარი გამოიყო.
აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
როგორვ მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე გზის ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიმდინარეობს.
"ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება უკვე დასრულდა 26 მაისის, მშვიდობის, დავით კაჭარავას, დავით დარსალიას ქუჩებზე, ასევე, დავით კაჭარავას პირველ შესახვევში", - ამბობენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინდიკო“ აწარმოებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ბათუის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, თამარ მეფის გამზირის მესამე შესახვევში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა.
პარალელურად, დაგეგმილია კიდევ ერთი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია.
"ჩვენთვის პრიორიტეტულია, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას. ასევე, მოსახლეობის საჭიროებისა და შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე...
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ქალაქი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაში 49`134.00 ლარს იხდის.
Სატენდერო წინადადებების მიღება 4 მაისს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
გარდა მშენებლობის საკითხებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა შემსრულებელ კომპანიას დამატებით რეგულაციების შესრულებაც მოუწევს.
"ახალი კორონა ვირუსის (ცოვიდ 19)...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მიმდინარე გზის და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მათი თქმით, გადათხრილი გზის გამო გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
“გზის რეაბილიტაცია უკვე თვეებია მიმდინარეობს, ახლა კი 1 კვირა აღარც აგრძელებენ სამუშაოებს, გაუსაძლისია გადაადგილება ისეთ მდგომარეობაშია გზები”,- განაცხადა კონდოლოს ერთ–ერთმა მკვიდრმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის თქმით,...
დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, - განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.
„პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. ამასობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს...
მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა, - ამის შესახებ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან „განახლებული რეგიონების“ 4-წლიან პროექტზე ისაუბრა, რომლის მიზანია, ქვეყნის ყველა რეგიონის, 63 მუნიციპალიტეტის სწრაფი და თანაბარი განვითარება.
„ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიარო, რომ საქართველო ვერ იქნება ვერც მდიდარი, ვერც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































