ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ქალაქი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაში 49`134.00 ლარს იხდის.
Სატენდერო წინადადებების მიღება 4 მაისს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
გარდა მშენებლობის საკითხებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა შემსრულებელ კომპანიას დამატებით რეგულაციების შესრულებაც მოუწევს.
“ახალი კორონა ვირუსის (ცოვიდ 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.”