დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, მინიტრაქტორებს, მოტობლოკებსა და სურსათის გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 81 გამარჯვებული გამოავლინა.