დიდუბის რაიონში რამდენიმე მისამართზე სახურავები განაახლეს

578

დიდუბის რაიონის გამგეობა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად კი, საცხოვრებელი შენობის დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“თევდორე მღვდლის ქუჩის N14-ში, მირცხულავას ქუჩის N12-ში, წერეთლის გამზირის N99-ში, ასევე, ევდოშვილის ქუჩის N2/10-სა და დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-15 კორპუსებში დაზიანებული ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ჩატარდა.

ასევე, სამუშაოების ფარგლებში, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. სამუშაოები, ჯამში, 3 400 კვ.მ ფართობზე განხორციელდა”, – განმარტავენ რაიონის გამგეობაში.

აღნიშნული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 985 ლარი გამოიყო.