ქალაქ ფოთში, უეფა-ს მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ასევე, მერიის ინფორმაციით, ეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სამეურნეო სათავსოები. დამონტაჟდა ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყო ლედტაბლო.
“პარალელურ რეჟიმში სამუშაოები მიმდინარეობს სათადარიგო მოედანზე, სადაც ხელოვნური ბალახის საფარი დაიგო და შენდება ტრიბუნები.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 5.3 მილიონი ლარია”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, ფოთის საფეხბურთო სტადიონი უახლოეს მომავალში უმასპინძლებს პირველ საფეხბურთო მატჩს.