აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

530

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

როგორვ მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე გზის ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიმდინარეობს.

“ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება უკვე დასრულდა 26 მაისის, მშვიდობის, დავით კაჭარავას, დავით დარსალიას ქუჩებზე, ასევე, დავით კაჭარავას პირველ შესახვევში”, – ამბობენ მერიაში.

მათივე ცნობით, სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინდიკო“ აწარმოებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.