მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ბათუის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, თამარ მეფის გამზირის მესამე შესახვევში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა.
პარალელურად, დაგეგმილია კიდევ ერთი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას. ასევე, მოსახლეობის საჭიროებისა და შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე სისტემებისა და ახალი სკვერების მშენებლობას” – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმის მასშტაბით, წელს სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია 21 მისამართზე განხორციელდება.