სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონალურ სამსახურებში სტაჟირების პროგრამას იწყებს

385

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია გაიჯარებული ქონებრივი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიური ჩართვა. სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და ახლა უკვე – სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთების, მოიჯარეთათვის პრივატიზებას. აღნიშნული პროგრამის მიმართ დაფიქსირებული დიდი ინტერესისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესის დაჩქარებისა და პროაქტიურობის გაზრდის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონალურ სამსახურებში ამზომველის პოზიციაზე სტაჟირების კონკურსს აცხადებს:

საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას 22 კანდიდატი გაივლის. ამასთან, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, წარმატებულ პრეტენდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, დასაქმდნენ სააგენტოს შესაბამის სამსახურში.

სტაჟირებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილოთ ბმულზე:

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი;

ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი;

დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის სტაჟიორი;

კახეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი.