მთაწმინდის რაიონში, რამდენიმე მისამართზე თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, – აცხადებენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, ამჯერად, ბ.კრავეიშვილის ქუჩა N5-ში სადარბაზო რემონტდება, რომლის შენობის კაპიტალურად გამაგრება გასულ წელს განხორციელდა. ასევე, საერთო სარგებლობის კიბეებისა და აივნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მ. ბროსეს ქ. N11/16-სა და ვ. აბაშიძის I ჩიხი N6-ში.
პროექტებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 506 ლარია გამოყოფილი.