ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 950 კვ.მ ფართობზე დაიგო.
მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 56 567 ლარი დახარჯა.