გორის მუნიციპალიტეტის მერია წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ყოფილი საავადმყოფოს შენობას 93 000 ლარით იაფად ყიდის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. უწყებამ ფასი შენობას მას შემდეგ დააკლო, რაც 2-ჯერ გამოცხადებული აუქციონის მიუხედავად, მისი ყიდვით არავინ დაინტერესდა. შენობის საწყისი ფასი 930 000 ლარი იყო, ამჯერად, აუქციონზე მისი ფასი 837 000 ლარია. "შენობა მწვავედ ავარიულია, შენობა საფრთხის შემცველია და დასანგრევია. პრივატიზებიდან 1 წლის ვადაში, უნდა მოხდეს შენობის...
თელავში მცხოვრები მოსახლეობა გზებზე განლაგებული ცხაურების მოწესრიგებას ითხოვს. მათი განცხადებით, დაზიანებული ცხაურები გადაადგილების დროს პრობლემას უქმნით. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში knews.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის დაუდევრობის გამო იქმნება. “სრულიად სწორად და ყოველგვარი ხარვეზის გარეშეა დამონტაჟებული ცხაურები, თუმცა თავად მოსახლეობა ატრიალებს და უცვლის ფორმას იმის გამო, რომ მასზე გადასული მანქანა ქმნის ხმაურს და ეს არის მიზეზი ცხაურის ამოტრიალების. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ...
მსოფლიო ბანკი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია, რომელიც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში გვეხმარება. აღნიშნული ფინანსური რესურსით მოხდება „აწარმოე საქართველოში" პროგრამების გაფართოება, გაძლიერება და მოცულობის გაზრდა, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად 85 მლნ ევროს შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,...
წინასაარჩევნოდ არაერთი დაპირების მიუხედავად, ათეულ წელზე მეტია თელავში, სასმელი წყლის პრობლემაა. სოხუმის ქუჩის მცხოვრებლები, სასმელ წყალს უშედეგოდ ითხოვენ. წლების განმავლობაში 16 ოჯახი სასმელი წყლით, რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე ჭაბურღილიდან სარგებლობდა, რომელიც დაშრა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი წყალს ვერც ახლომდებარე სოფელ შალაურის მოსახლეობისთვის დამონტაჟებული წერტილიდან იღებენ. "ერთი წერტილია დამონტაჟებული სოფელ შალაურისათვის, რომლიდანაც ზოგჯერ ვსარგებლობდით, მაგრამ არ გვიშვებენ....
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეთავაზების შემთხვევაში თანახმაა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობის თანამდებობაზე. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თავად ისედაც აპირებს, იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის. "თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 30 აპრილს მომხდარი ძლიერი სტიქიის შედეგად, სოფელ უჯარმასა და ხაშმში დაზიანებული სახლის სახურავების გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 მაისის #737 განკარგულების საფუძველზე მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო 400 000 ლარი. უწყების ინფორმაციითვე, გამოყოფილი თანხის ფარგლებში დაზიანებული სახლების გადახურვასთან ერთად, სოფელ უჯარმაში ასევე, სტიქიის შედეგად...
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით, ქუთაისის და გაბროვოს მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ქუთაისის მერიის ცნობით, პანდემიის გამო, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ონლაინ ფორმატში წარიმართა, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და გაბროვოს მერმა ტანია ხრისტოვამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. „აღნიშნული მიზნად ისახავს, ორ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, ისტორიული, კულტურული...
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ #5 ავტობუსის ახალი სვლაგეზი დაამტკიცა. 18 მაისიდან #5 ავტობუსი თაბუკაშვილის ქუჩიდან გუმათის ტერიტორიულ ერთეულში, ბერაძის ქუჩამდე იმოძრავებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. სვლაგეზების დაზუსტებისა და მოსახლეობის სამგზავრო მოთხოვნების გათვალისწინებით , #5 ავტობუსი გუმათის დასახლებას ჭავჭავაძის გამზირს, ასათიანის, ფალიაშვილის და დუმბაძის ქუჩებს დააკავშირებს. 17 ივნისიდან ქუთაისის მუნიციპალურ ავტობუსებში უკონტაქტო გადახდის სისტემა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც სპეციალურად...
video
გონიოს ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემა ეწყობა. ამ ეტაპზე, წყლის ახალი მრიცხველების მონტაჟი ანდრია პირველწოდებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. “ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 300-მდე ოჯახი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მათივე ცნობით, პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს და გონიოს ადმინისტრაციული ერთეულის სხვა ქუჩებსაც მოიცავს.
საკრებულოს განკარგულების პროექტით ირკვევა, რომ სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალოდ გორის მერია ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარებების გაცემას გეგმავს. მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება იგეგმება, რომლის საფუძველზეც II და III ხარისხის სქოლიოზის მქონე პაციენტები ფულად დახმარებასთან ერთად მერიისგან საცურაო აუზზე ერთთვიანი კურსს მიიღებენ . "II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარის სამკურნალო დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 300 ლარით, ერთჯერად დახმარებას საცურაო აუზით სარგებლობისთვის მიიღებენ  II და...
მოსალოდნელია, „კოვაქსის“ პლატფორმიდან საქართველომ მოკლე ხანში „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ დოზები მიიღოს, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „ასევე „ფაიზერის“ დოზების შესახებ არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას. მიდის მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მიბილიზებაზე. ეს ყველაფერი საბჭოსთან შეთანხმდა. ასევე გასული კვირის განმავლობაში „ნოვოვაქსისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე. ყველა ეს საჭიროება განხილულია ხარჯთაღრიცხვის...
"სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ზუსტ თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გააჟღერებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნეს მოცული და მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, ამიტომ „სინოვაკით“...
ახალციხეში  ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია. სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. პროექტით გათვალისწინებულია ასევე ღია კაფისა და მცირე მაღაზიის მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან. 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების...
კითხვები და ნერვიულობა უსაფუძვლოა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, მეორე დოზა იქნება თუ არა გარანტირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა. „როდესაც ვიწყებთ ვაქცინაციას, პირველი დოზით აცრის შემდეგ, მეორე დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრს დარეზერვებული აქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული. „ძალიან კარგი საუბარი მქონდა კახა კუჭავასთან და დელეგაციის წევრებთან. ახალ სპიკერს მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ