გაბუნია: შესაძლოა, მოკლე ხანში „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ დოზები მივიღოთ

428

მოსალოდნელია, „კოვაქსის“ პლატფორმიდან საქართველომ მოკლე ხანში „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ დოზები მიიღოს, – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ასევე „ფაიზერის“ დოზების შესახებ არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას. მიდის მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მიბილიზებაზე. ეს ყველაფერი საბჭოსთან შეთანხმდა. ასევე გასული კვირის განმავლობაში „ნოვოვაქსისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე. ყველა ეს საჭიროება განხილულია ხარჯთაღრიცხვის კუთხითაც და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა მწარმოებელთან, იმისთვის, რომ ვაქცინების საჭირო დოზები მივიღოთ.