გონიოს ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემა ეწყობა

396

გონიოს ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემა ეწყობა. ამ ეტაპზე, წყლის ახალი მრიცხველების მონტაჟი ანდრია პირველწოდებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

“ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 300-მდე ოჯახი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მათივე ცნობით, პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს და გონიოს ადმინისტრაციული ერთეულის სხვა ქუჩებსაც მოიცავს.