გორის მერია ყოფილი საავადმყოფოს შენობას 93 000 ლარით იაფად ყიდის

624

გორის მუნიციპალიტეტის მერია წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ყოფილი საავადმყოფოს შენობას 93 000 ლარით იაფად ყიდის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

უწყებამ ფასი შენობას მას შემდეგ დააკლო, რაც 2-ჯერ გამოცხადებული აუქციონის მიუხედავად, მისი ყიდვით არავინ დაინტერესდა. შენობის საწყისი ფასი 930 000 ლარი იყო, ამჯერად, აუქციონზე მისი ფასი 837 000 ლარია.

“შენობა მწვავედ ავარიულია, შენობა საფრთხის შემცველია და დასანგრევია. პრივატიზებიდან 1 წლის ვადაში, უნდა მოხდეს შენობის არა დემონტაჟი, არამედ დანგრევა, უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით. პრივატიზაციიდან 4 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება” , – შენობის ყიდვით დაინტერესებულმა პირმა აღნიშნული პირობები უნდა გაითვალისწინოს.

აუქციონი 31 მაისს დასრულდება.