საკრებულოს განკარგულების პროექტით ირკვევა, რომ სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალოდ გორის მერია ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარებების გაცემას გეგმავს.
მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება იგეგმება, რომლის საფუძველზეც II და III ხარისხის სქოლიოზის მქონე პაციენტები ფულად დახმარებასთან ერთად მერიისგან საცურაო აუზზე ერთთვიანი კურსს მიიღებენ .
“II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარის სამკურნალო დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 300 ლარით, ერთჯერად დახმარებას საცურაო აუზით სარგებლობისთვის მიიღებენ II და III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარები, თითო ბენეფიციარს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე”,- თქვამია დადგენილებაში
აღნიშნული დახმარება გაიცემა 0 დან 18 წლამდე ბენეფიციარებზე, რომერლთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო სოციალური ქულა.