ქუთაისის და გაბროვოს მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

271

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით, ქუთაისის და გაბროვოს მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

ქუთაისის მერიის ცნობით, პანდემიის გამო, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ონლაინ ფორმატში წარიმართა, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და გაბროვოს მერმა ტანია ხრისტოვამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

„აღნიშნული მიზნად ისახავს, ორ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, ისტორიული, კულტურული და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციას, ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას განათლების, ადმინისტრირების, ეკონომიკის, ბიზნესის, ჯანდაცვის სფეროებში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ბულგარეთის ქალაქ გაბროვოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ეს ინიციატივა ჩვენს საელჩოს ეკუთვნოდა და მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბულგარეთში, ქალბატონ თამარ ლილუაშვილს. ამ თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქალაქს შორის მეგობრობას და გამოცდილების გაზიარებას სხვადსხვა სფეროში. მჯერა, რომ მალე დასრულდება პანდემია და გაბროვოელებს ქუთაისში ვუმასპინძლებთ”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.