„სინოვაკით“ ვქაცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

510

სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ზუსტ თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გააჟღერებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია.

ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნეს მოცული და მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, ამიტომ „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.