კითხვები და ნერვიულობა უსაფუძვლოა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, მეორე დოზა იქნება თუ არა გარანტირებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.
„როდესაც ვიწყებთ ვაქცინაციას, პირველი დოზით აცრის შემდეგ, მეორე დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრს დარეზერვებული აქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.