ახალციხეში ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.
სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები.
პროექტით გათვალისწინებულია ასევე ღია კაფისა და მცირე მაღაზიის მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი.