მას შემდეგ რაც ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია თანამდებობიდან წავიდა, მის მოვალეობას მოადგილე კონსტანინე კაკავა ასრულებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. მერის გადადგომამდე, 3 მარტს, თანამდებობიდან წავიდა ვიცემერი გიგა ფარულავა. "ლაივპრესის" კითხვას, დაინიშნებიან თუ არა ახალი მოადგილეები, მერიაში უპასუხეს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამისილია დანიშნოს მოადგილეები, თუმცა ეს საკითხი ჯერ არ განიხილება. გიორგი შენგელიამ 17 მაისს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არ იქნებოდა...
„გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე და მის მხარდაჭერაზე საუბარი ჯერ ადრეა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე „გირჩი“ მერობის საკუთარ კანდიდატზე არ ფიქრობს. „ჯერ ძალიან ადრეა ვიღაცის მხარდაჭერა ან არამხარდაჭერა. შემოდგომამდე დიდი დროა. ფიზიკურად არც ვიცით, როგორი იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა ამ პერიოდისთვის. შესაბამისად, ახლა ლაპარაკი, რომ ნამდვილად ვიღაცას დავუჭერთ მხარს, ნამდვილად გვეყოლება ან არ გვეყოლება კანდიდატი, ცოტა ნაჩქარევია. მიუხედავად იმისა,...
წინა სტატია ზაურ ახვლედიანი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს განათლების მინისტრმა თავად დაუდასტურა. მაია ჯახიშვილის განცხადებით, ალექსანდრე დავითაძემ წასვლის მიზეზებზე თავად ისაუბრა. მის ნაცვლად კი თანამდებობას ზაურ ახვლედიანი დაიკავებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 30 აპრილს დაინიშნა. სააგენტოს უფროსის თანამდებობა მან წინა დღით დატოვა. განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი კი...
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიამ ავტობუსების შესაძენად ჯამში 60 მილიონი ლარით მეტი გადაიხადა. ამის შესახებ აბესაძე აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. აბესაძე ამგვარად კორუფციის არსებობას არ გამორიცხავს. „თბილისის მერიამ ტენდერით შეისყიდა 126 ცალი ავტობუსი, ფასით: 250 100 € ერთი ცალი და უტენდეროდ 100 ცალი ავტობუსი, ფასით: 248 300€ ერთი ცალი. იგივე ავტობუსი შეიძინეს: ანკარა (თურქეთი) - 170 000€; კოჩაელი (თურქეთი) -...
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძემ თანამდებობა დატოვა. მისივე თქმით, სამინისტროდან სამოქალაქო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. კითხვაზე სად გააგრძელებს საქმიანობას აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ვიხილავთ თუ არა მას გიორგი გახარიას გუნდში? ალექსანდრე დავითაძემ „TV25.GE”-ს უპასუხა, რომ იგი, იქ იქნება სადაც საკუთარ ქვეყანას დასჭირდება. შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა ექსპრემიერის პარტიაში საქმიანობის შეთავაზებას, ყოფილი მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, თუმცა არ აკონკრეტებს  მიიღო თუ არა...
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) შესყიდვის წესებით და მისივე ექსპერტების უშუალო ჩართულობით გამოცხადდა, აქედან გამომდინარე, აბსურდია იმის მტკიცება, რომ ღია ტენდერში, რაიმე დარღვევას თუ გარიგებას ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, ტენდერი ღია იყო და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასში მონაწილეობა „ავტობუსების ტენდერი გამოცხადებულია EBRD-ის შესყიდვის წესებით და თითოეულ გადაწყვეტილებაში ჩართულები იყვნენ EBRD-ის ექსპერტები. მათი...
19 მაისიდან პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებულ ფილმ „ფორსაჟი 9“-ის (Fast and Furious 9) პრემიერა გაიმართება. ცნობილი ბლოკბასტერის გადაღება საქართველოში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ფილმში ასახული იქნება თბილისისა და რუსთავის კადრები, კერძოდ, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორია. ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იყო....
გორში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. პროექტის გაცნობის მიზნით, შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარესა და გენდერული საბჭოს წევრებს შორის შედგა, სადაც საკრებულოს ქალმა წევრებმა საკუთარ გამოცდილებასა და არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. ქალთა პოლიტიკაში გაძლიერებისთვის და მომავალში გენდერული საბჭოს განვითარების ხელშეწყობისთვის პროექტის ფარგლებში, გაიმართება ტრენინგები და სწავლებები. აღნიშნული პროექტის მიზანია,...
ტყითსარგებლობის ახალი წესის თანახმად, 2023 წლიდან მოსახლეობას შეშის ტყეში მოპოვება ეკრძალება. საშეშე მერქანი ე. წ. „საქმიანი ეზოებიდან“ გაიყიდება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში შემოდგომაზე ერთი „საქმიანი ეზო“ უნდა ამოქმედდეს. „სატყეო დეპარტამენტიდან გვაიმედებენ, რომ წელს თბობის სეზონის დაწყებამდე, ხევში „საქმიანი ეზო“ აშენდება, – ამბობს სოსო ფოფხაძე, – საშეშე მერქნის მარაგი გვაქვს, სატყეო დეპარტამენტში ყველაირი...
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ  "ტორპედოს" დაფინანსებაზე იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი უარს ამბობს და კლუბს ტოვებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. სპონსორს უკვე ორი თვეა ფეხბურთელებისთვის ხელფასი არ გადაუხდია. ამავე მიზეზით, ამ დრომდე გაურკვეველია გუნდის მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი, რომლის პოზიციაზეც კლუბის ყოფილი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი მოიაზრება. ქუთაისის მერია უკვე ეძებს ახალ ინვესტორს, რომელიც კლუბის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს.ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და...
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  დღეიდან კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ადმინისტრაცია სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურება. ორი ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადაიყვანს. ამ დრომდე ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სატრანსპორტო მომსახურებას ვიზიტორებს სააგენტოს ადმინისტრაცია მხოლოდ შიდაწვისძრავიანი ავტომობილით სთავაზობდა, რომელიც ტექნიკურ და ეკოლოგიურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ელექტრო ავტობუსები მუზეუმ ნაკრძალის მზარდ ტურისტულ დატვირთვაზეა გათვალისწინებული და სამომავლოდ მომხმარებელთა მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. სააგენტოს ინიციატივით მსგავსი ტიპის ატრაქცია ოთხი თვის წინ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალშიც დაინერგა, სადაც დამთვალიერებელს ორი ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი უკვე ემსახურება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემებს შეიძენს. მომსახურების შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 108`520 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სატენდერო პირობების მიხედვით, მომსახურებაში უნდა შედიოდეს მზის პანელების მონტაჟიც. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. მერია აღნიშნულ მზის პანელებს მაღალმთიან სოფლებში განათავსებს.
video
500 მილიონიანი პროექტი, რომელიც რეგიონებს ახალ სიცოცხლეს შესძენს. მთავრობის მიერ დაანონსებული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტები უკვე განიხილეს, მალე ეტაპობრივად ტენდერიც გამოცხადდება. სეგმენტური რეაბილიტაცია ჩაუტარდება სიღნაღში რამდენიმე ქუჩასაც, რაც სიყვარულის ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის. როგორ განახლდება სიღნაღი - ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 250 ჰექტარი საძოვარი არ გაიყიდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  ეკონომიკის სამინისტროს მიერ ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 205 901 კვადრატულ მეტრ ფართობს, მყიდველი არ გამოუჩნდა. ნაკვეთებზე გამოცხადებული აუქციონის შეჩერებას, სოფელ საქობოსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში ითხოვდა. ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია რამდენჯერმე ჩაატარეს და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის შეჩერება მოითხოვეს. მოსახლეობა განმარტავდა, რომ მიწის ფართობს...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის ბონდო თედორაძის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არამიზნობრივი ხარჯები ფიქსირდება. როგორც მან სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პანდემიის დროს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არამიზნობრივ პროექტებში მილიონობით ლარს ხარჯავს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თავს უფლებას აძლევს და კოვიდ პანდემიის პირობებში, როცა ცენტრალური ხელისუფლება გვესაუბრება ბიუჯეტში შემოსავლების ნაკლებობასა და...
დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული თბილისის მერიის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ. „მომდევნო კვირას ვაპირებთ, მოსახლეობას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარვუდგინოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რა გაკეთდა, რა რეფორმები წამოვიწყეთ, რა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ