აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ზაურ ახვლედიანი ინიშნება

681

წინა სტატია

ზაურ ახვლედიანი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს განათლების მინისტრმა თავად დაუდასტურა.

მაია ჯახიშვილის განცხადებით, ალექსანდრე დავითაძემ წასვლის მიზეზებზე თავად ისაუბრა. მის ნაცვლად კი თანამდებობას ზაურ ახვლედიანი დაიკავებს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 30 აპრილს დაინიშნა. სააგენტოს უფროსის თანამდებობა მან წინა დღით დატოვა.

განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი კი აქამდე ალექსანდრე დავითაძეს ეკავა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საქმიანობის გაგრძელებას სამოქალაქო სექტორში აპირებს.