„გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე და მის მხარდაჭერაზე საუბარი ჯერ ადრეა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „გირჩი“ მერობის საკუთარ კანდიდატზე არ ფიქრობს.
„ჯერ ძალიან ადრეა ვიღაცის მხარდაჭერა ან არამხარდაჭერა. შემოდგომამდე დიდი დროა. ფიზიკურად არც ვიცით, როგორი იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა ამ პერიოდისთვის. შესაბამისად, ახლა ლაპარაკი, რომ ნამდვილად ვიღაცას დავუჭერთ მხარს, ნამდვილად გვეყოლება ან არ გვეყოლება კანდიდატი, ცოტა ნაჩქარევია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მერობის კანდიდატზე ამ წუთას არ ვფიქრობთ, ზოგადად, ჩვენი პოზიცია სულ ასეთი იყო, ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვთ, მხარი დაუჭირონ „გირჩს“. „გირჩის“ მიღმა ვის აირჩევენ, თუნდაც მეორე ტურზე, ჩვენ არასოდეს არ ჩავრეულვართ ამაში. არასოდეს მოგვიწოდებია, რომ „გირჩის“ კანდიდატების გარდა, ადამიანებს ვინმე სხვისთვის დაეჭირათ მხარი. ალბათ ამ წეს-ჩვეულებას არც ახლა დავარღვევთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.