ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დღეიდან კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ადმინისტრაცია სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურება.
ორი ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადაიყვანს.
ამ დრომდე ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სატრანსპორტო მომსახურებას ვიზიტორებს სააგენტოს ადმინისტრაცია მხოლოდ შიდაწვისძრავიანი ავტომობილით სთავაზობდა, რომელიც ტექნიკურ და ეკოლოგიურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ელექტრო ავტობუსები მუზეუმ ნაკრძალის მზარდ ტურისტულ დატვირთვაზეა გათვალისწინებული და სამომავლოდ მომხმარებელთა მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს.
სააგენტოს ინიციატივით მსგავსი ტიპის ატრაქცია ოთხი თვის წინ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალშიც დაინერგა, სადაც დამთვალიერებელს ორი ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი უკვე ემსახურება.