აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

392

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძემ თანამდებობა დატოვა.

მისივე თქმით, სამინისტროდან სამოქალაქო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

კითხვაზე სად გააგრძელებს საქმიანობას აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ვიხილავთ თუ არა მას გიორგი გახარიას გუნდში? ალექსანდრე დავითაძემ „TV25.GE”-ს უპასუხა, რომ იგი, იქ იქნება სადაც საკუთარ ქვეყანას დასჭირდება.

შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა ექსპრემიერის პარტიაში საქმიანობის შეთავაზებას, ყოფილი მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, თუმცა არ აკონკრეტებს  მიიღო თუ არა რაიმე სახის წინადადება. როგორც თავად განმარტავს, ამ ეტაპზე, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ, როგორც თავად ამტკიცებს, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ დატოვა. იგი თანამდებობაზე 2019 წლის მაისში დაინიშნა.