გორის მერია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებს შეიძენს

403

გორის მუნიციპალიტეტის მერია მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემებს შეიძენს.

მომსახურების შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 108`520 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მომსახურებაში უნდა შედიოდეს მზის პანელების მონტაჟიც.

შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

მერია აღნიშნულ მზის პანელებს მაღალმთიან სოფლებში განათავსებს.