გორში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალი კანდიდატების გაძლიერება იგეგმება

443

გორში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

პროექტის გაცნობის მიზნით, შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარესა და გენდერული საბჭოს წევრებს შორის შედგა, სადაც საკრებულოს ქალმა წევრებმა საკუთარ გამოცდილებასა და არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

ქალთა პოლიტიკაში გაძლიერებისთვის და მომავალში გენდერული საბჭოს განვითარების ხელშეწყობისთვის პროექტის ფარგლებში, გაიმართება ტრენინგები და სწავლებები.

აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას შიდა ქართლის რეგიონში, გააძლიეროს ქალი კანდიდატები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ და შემდეგ, დაეხმაროს ადგილობრივ გენდერულ საბჭოებს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. პროექტს, რომლის ხელმძღვანელია პატრისია როსა, ახორციელებს გერმანული საკონსულტაციო კომპანია GFA Consulting.