შპს „საქართველოს მელიორაცია“ რწყვის სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
„საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, საირიგაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 3500 მეტრი სიგრძის ორმაგი დანიშნულების, სადრენაჟე და სარწყავი არხები იწმინდება.
მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სოფელ ვაქირში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ჭარბი წყლისგან დაცვას, ხოლო 45 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის...
როცა იქნება იმის დრო, რომ კანდიდატები დასახელდეს, მეც, პარტიის თავმჯდომარეც პირველები ვიქნებით, ვინც ინფორმაციას მოგაწვდით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.
„გუშინაც, გუშინწინაც ამასთან დაკვშირებით ერთი და იმავე კითხვები ისმის. როცა იქნება იმის დრო, რომ კანდიდატები დასახელდეს, მეც, პარტიის თავმჯდომარეც პირველები ვიქნებით ვინც ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა კალაძემ.
ხელვაჩაურიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯოჭოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ჯოჭოში მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც გაამაგრებს და შეაჩერებს მეწყრულ პროცესს.
„ჯოჭოში ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს აქ განვითარდა მეწყერი, დავკარგეთ ადამიანები, ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევა.
აქ მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც გაამაგრებს და შეაჩერებს მეწყრულ პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მაცხოვრებლები მშვიდად გააგრძელებენ ცხოვრებას”,-...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე დაგეგმილია საავტომობილო გზის და მისი შემადგენელი ელემენტების შეკეთების სამუშაოები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 25, 26 და 27 მაისს დილის 09:00სთ-დან, საღამოს 21:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული...
იყო დისკუსიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მმართველი პოზიციების შესახებ, თუმცა თამარ ჟვანიას თანამდებობის შესახებ განხილვა 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა და პარტიებზეა დამოკიდებული ამ დისკუსიის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს კანონპროექტი და გასცეს რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი მიდგომაა ამ დოკუმენტში.
„გუშინდელი შეთანხმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ,...
ევროკავშირის საბჭომ ვაქცინირებული ტურისტების შემოშვების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაცია დაამტკიცა.
„თუ წევრი სახელმწიფოები ვაქცინაციის მტკიცებულებას იღებენ როგორც შეზღუდვების მოხსნის საფუძველს, როგორიცაა ტესტირება და კარანტინი, მათ უნდა გააუქმონ მესამე ქვეყნებიდან არაარსებით მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები იმ პირებისათვის, რომლებმაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლამდე, სულ მცირე, 14 დღით ადრე ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინა მიიღეს“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ წევრ სახელმწიფოებს ასევე...
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, უკვე დასრულდა ამაღლებისა და სარაჯიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს პერიოდში დასრულდება მათიაშვილის ქუჩის მოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამივე პროექტზე ერთად 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები მოიცავს ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებსაც შეხვდა.
,,საგზაო...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.
მათი ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება.
„რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან...
25-26 მაისს ღამის საათებში გორის გვირაბებში მონაცვლეობით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 25 მაისის 23:00 საათიდან 26 მაისის 02:30 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 26 მაისის 02:30 საათიდან 05:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება...
გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა სატენდერო კომისიის ხელმძღვანელის ფუნქციები შეითავსა. პირველი მოადგილის გათავისუფლების შემდეგ, კომისიას უშუალოდ ის ხელმძღვანელობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
10 მაისის შემდეგ, აღნიშნული ფუნქციები ადმინისტრაციის უფროსს, ალექსანდრე თარხნიშვილს ჰქონდა შეთავსებული, თუმცა, საბოლოოდ, ტენდერების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
კომისიის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, მალხაზ ლალებაშვილი შეცვალა ტარიელ მაისურაძემ, რომელიც ასევე კომისიის შემადგენლობაში...
17 მაისს, კასპის საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელებს მოედანი დაკავებული დახვდათ. ადგილობრივი კლუბი თბილისის "მერანს" უნდა შეხვედროდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოედანზე სხვა ქალაქის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელები თამაშობდნენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
რეგიონული ლიგის მონაწილე გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვანი თამაშისთვის იყო მომზადებული. მეტოქე გუნდის კეთილი ნებით კი, კასპელებს, გუშინდელი დღე, წაგებად არ ჩაუთვალეს. თამაში ერთი დღით გადაიდო.
,,რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის თამაშის ერთი...
გასულ 2020 წელს, გორში წყალმომარაგების ქსელზე 1324 დაზიანება მოხდა, აქედან - 453 ფაქტი უკავშირდება წყალსადენს, ხოლო დანარჩები 871 ფაქტი - წყალარინების სისტემას, - ამის შესახებ გორის საკრებულოს, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა ბაჩანა გვიანიშვილმა აცნობა.
მისი განცხადებით, არანაკლები პრობლემები შეიქმნა ჭაბურღილებზე, რომელიც სოფლებშია დამონტაჟებული. 17 ჭაბურღილზე დაზიანდა ტუმბო და მისი შეცვლა გახდა საჭირო.
,,ამასთან ერთად კოპანია დიდ ყურადღებას უთმობს სასმელი წყლის ხარისხს, ლაბოლატორიების...
ჩინურ სინოვაკზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სინოვაკით ვაქცინაცია უკვე 24 მაისიდან იგეგმება.
“საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ეს განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის.
ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი...
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს. ვაკანტურ თანამდებობაზე, გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა, პლატონ კალმახელიძე დანიშნა. პირველი მოადგილის თანადებობაზე დანიშვნა, რადიო ჰერეთს, თავად კალმახელიძემ დაუდასტურა.
” გიდასტურებთ, რომ, გუშინ, 19 მაისს დავინიშნე პირველ მოადგილედ. იცით, რომ პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი გუბერნატორად გადაიყვანეს. ეს პოსტი, მას შემდეგ ვაკანტური იყო”- განაცხადა კალმახელიძემ.
პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, კალმახელიძე, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა...
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატების მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციის წარმომადგენლების – ელგუჯა ბაგრატიონის, გიორგი კირთაძის, გია აბულაძის, მედეა ვასაძის, მამული სურმანიძისა და ლევან ანთაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
„ოპოზიციამ მიიღო გაუწონასწორებელი და მიუღებელი გადაწყვეტილება. ისინი უპასუხისმგებლოები დარჩნენ. ჩვენ მათ კეთილგონიერებას ვაჩვენებთ, ამიტომ ვართ ხელისუფლებაში.
მათ არ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა,...
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოზე არაუფლებამოსილი პირის თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება, – ამის შესახებ ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმიანება 19 მაისს რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































