სოფელ ვაქირში სამელიორაციო არხები წესრიგდება

424

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რწყვის სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ­

„საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, საირიგაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 3500 მეტრი სიგრძის ორმაგი დანიშნულების, სადრენაჟე და სარწყავი არხები იწმინდება.

მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სოფელ ვაქირში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ჭარბი წყლისგან დაცვას, ხოლო 45 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება“, აღნიშნულია ინფორმაციაში.