გორის მერმა სატენდერო კომისიის ხელმძღვანელის ფუნქციები გადაიბარა

368

გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა სატენდერო კომისიის ხელმძღვანელის ფუნქციები შეითავსა. პირველი მოადგილის გათავისუფლების შემდეგ, კომისიას უშუალოდ ის ხელმძღვანელობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

10 მაისის შემდეგ, აღნიშნული ფუნქციები ადმინისტრაციის უფროსს, ალექსანდრე თარხნიშვილს ჰქონდა შეთავსებული, თუმცა, საბოლოოდ, ტენდერების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

კომისიის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, მალხაზ ლალებაშვილი შეცვალა ტარიელ მაისურაძემ, რომელიც ასევე კომისიის შემადგენლობაში შეიყვანეს.

7-წევრიან შემადგენლობაში სხვა ცვლილებები არ განხორციელებულა.

შეგახსნებთ, გორის მერმა, 11 მაისს, პირველმა და მეორე მოადგილეები გაათავისუფლა. ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ ისინი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში გადავიდნენ და, შესაბამისად, მერის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

თავზარაშვილი განმარტავს, რომ ყოფილი მოადგილეეები, ნაცვლად საქმის კეთებისა, მერიაში თანამოაზრეების ძებნით იყვნენ დაკავებულები, ხოლო სხვა თანამშრომლებს გახარიას გუნდში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.