აჭარის უმაღლესმა საბჭომ „ნაცმოძრაობის“ სიით გასული დეპუტატების მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა

342

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატების მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციის წარმომადგენლების – ელგუჯა ბაგრატიონის, გიორგი კირთაძის, გია აბულაძის, მედეა ვასაძის, მამული სურმანიძისა და ლევან ანთაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

„ოპოზიციამ მიიღო გაუწონასწორებელი და მიუღებელი გადაწყვეტილება. ისინი უპასუხისმგებლოები დარჩნენ. ჩვენ მათ კეთილგონიერებას ვაჩვენებთ, ამიტომ ვართ ხელისუფლებაში.

მათ არ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო მგალობლიშვილმა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა უარი განაცხადეს. მათ მიაჩნიათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა. „ნაციონალური მოძრობის“ პარტიული სიით გასული შვიდი დეპუტატიდან უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილი შევიდა.