გასულ 2020 წელს, გორში წყალმომარაგების ქსელზე 1324 დაზიანება მოხდა, აქედან – 453 ფაქტი უკავშირდება წყალსადენს, ხოლო დანარჩები 871 ფაქტი – წყალარინების სისტემას, – ამის შესახებ გორის საკრებულოს, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა ბაჩანა გვიანიშვილმა აცნობა.
მისი განცხადებით, არანაკლები პრობლემები შეიქმნა ჭაბურღილებზე, რომელიც სოფლებშია დამონტაჟებული. 17 ჭაბურღილზე დაზიანდა ტუმბო და მისი შეცვლა გახდა საჭირო.
,,ამასთან ერთად კოპანია დიდ ყურადღებას უთმობს სასმელი წყლის ხარისხს, ლაბოლატორიების და საქლორატორო დანადგარების ინფრასტრუქტურის მოწყობას. გასული წლის განვალობაში ქ. გორში და კომპანიის ბალანსზე არსებულ სოფლის ჭაბურღილებზე გაკეთდა სასმელი წყლის 746 ანალიზი.” – აღნიშნავს გვიანიშვილი.