„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 25 და 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვისთვის ჯარიმა 2000 ლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აღრიცხვის შესახებ ჩანაწერი არ გვხვდებოდა კანონის ძველ რედაქციაში. კანონის ძველი რედაქცია ითვალისწინებდა მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებას. ახალი რედაქციით, ეს 25- მეტრიანი რადიუსიც იზრდება და დაუშვებელი ხდება როგორც კენჭისყრის შენობაში,...
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაა.
კალაძე ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილი გახდეს.
„ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმდჯომარე ირაკლი კობახიძის სახით, მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ეს ყველაფერი იყოს...
პარლამენტში შესული პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის და სწორედ მათთვის რიგი საკითხები ახლებულად დარეგულირდება.
რეგლამენტის პროექტით დგინდება, რომ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც „უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე უფლება ექნება ნებისმიერ ფრაქციაში გაერთიანდეს და ამ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს, 2021 წლის 24 მაისის 8:00 სთ-დან 27 მაისის 24:00 სთ-მდე (4 დღით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ0+300-ში, სადგურ გომში (კმ2395 პკ3-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინოკორდული ფენილის ქვეშ არსებული კენტი და წყვილი ლიანდაგების შეკეთების და წყვილი ლიანდაგის მხარეს (საჩხერის მხარეს) მოედნის მოწყობის სამუშაოებს, ასევე სარკინიგზო...
წინა სტატია
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. მოსახლეობის განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით მიყენებული ზარალის გამო, კიდევ სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა. პროტესტს ამ ფორმას ამჯერად ქალები შეუერთდნენ და ამ დროისთვის აღნიშნული სახით პროტესტს 8 ადამიანი გამოხატავს.
შუქრუთის მცხოვრებლების თქმით, კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ამიტომ ზარალის ათვლას და სათანადო კომპენსაციას მოითხოვენ.
ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ქვევრის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის დამადასტურებელი მოწმობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ გადასცა.
„ქართული ქვევრის ღვინო, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ყურადღებას კიდევ უფრო ზრდის; სწორედ ამიტომ,...
წინა სტატია
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის წესიც იცვლება. კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკო-ში გადაწყვეტილებები ხმათა 2/3-ით მიიღება.
პროექტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი, ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობისა, როგორც ეს მოქმედი კანონით არის გათვალისწინებული.
საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით ცესკო ასევე სრული შემადგენლობის...
გლდანის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარი მოეწყო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდა.
„პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე მოეწყო, რის შემდეგაც 4 690 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოები 447 359 ლარით დაფინანსდა.
პატარა ტბის დასახლებაში გამგეობამ...
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის შინაარსი, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდა, ცნობილია.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ცესკო-ს წევრთა რაოდენობა, 11 წევრის ნაცვლად ცესკოს არაუმეტეს 17 წევრი ეყოლება. ცესკოს წევრთა რაოდენობაში მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკოს მდივანი.
ცვლილება ეხება თავმჯდომარეთა რაოდენობასაც, ცესკოს ერთის ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად კვლავ იქნება ცესკოს წევრი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს ახალი მოადგილე ჰყავს. რწმუნებულის ახალ მოადგილედ თემურ ჩანქსელიანი დაინიშნა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, თემურ ჩანქსელიანი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის 7 მაისს დაინიშნა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "გირჩის" წევრის, სალომე მუჯირისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.
აღნიშნული საკითხი, დადგენილების მიღებისთვის პარლამენტის სესიაზე გავა.
ცნობილია, რომ მის ადგილს პარლამენტში სანდრო რაქვიაშვილი დაიკავებს.
შეგახსენებთ," გირჩმა "ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტში შეყვანის მიზნით სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკო- ს რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რის შემდეგაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის მე-8 ნომრიდან. სიაში...
წინა სტატია
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა. კოსტავას 68-ში მდებარე პირველი არხის შენობა, აუქციონის წესით, 24 059 832 დოლარად (ეკვივალენტი ლარში) იყიდება.
გასაყიდი შენობა ქალაქის ცენტრში (საკადასტრო კოდი: 01.14.14.009.052) მდებარეობს, მიწის ფართობი – 33 209 კვ.მ-ს, შენობა-ნაგებობები – 23 649 კვ.მ-ს შეადგენს, აქვს მაღალი სამშენებლო კოეფიციენტი და მრავალპროფილიანი განვითარების შესაძლებლობა.
კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები ლევან...
დაბა წაღვერში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასასვენებელი სივრცე წაღვერის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
„პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო სივრცე, ჩატარდება სკვერის შიდა ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოები, განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტი. ასევე, გამწვანდება სკვერის ტერიტორია.
სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 529 000 ლარი დაიხარჯება.
სკვერის რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საირმის ქუჩა N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოეწყო. საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით, კედელზე ლითონის დამცავი ღობეც დამონტაჟდება. მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 33 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა.
„აღნიშნულ მისამართზე სკვერის ზედა მხარეს განთავსებული იყო რამდენიმე ავტოფარეხი, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. თავდაპირველად განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი. შემდეგ კი, ძველი, დაბეტონებული, არასწორი კონსტრუქციის ნაცვლად, სათანადო კონსტრუქციის ახალი გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო “, -...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს.
„ბუნებრივია, ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს შორის განხილვის ერთ-ერთი თემა იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიაზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ჰქონდეს. შესვლა-არშესვლა თავისთავად არ არის ამოსავალი წერტილი, ეს არის ბრძოლის შემადგენელი ელემენტი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს...
სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ძირითად ტურისტულ სეზონზე საქართველო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა ყოფილიყო.
„ძალიან რთული სიტუაცია იყო სახმელეთო საზღვრებზე ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამიც“ არის, „ბრაზილიური შტამიც“ და „ინდური შტამიც“. მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































