ბოკუჩავა: „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს

454

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს.

„ბუნებრივია, ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს შორის განხილვის ერთ-ერთი თემა იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიაზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ჰქონდეს. შესვლა-არშესვლა თავისთავად არ არის ამოსავალი წერტილი, ეს არის ბრძოლის შემადგენელი ელემენტი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ბოკუჩავა.