საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს, 2021 წლის 24 მაისის 8:00 სთ-დან 27 მაისის 24:00 სთ-მდე (4 დღით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ0+300-ში, სადგურ გომში (კმ2395 პკ3-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინოკორდული ფენილის ქვეშ არსებული კენტი და წყვილი ლიანდაგების შეკეთების და წყვილი ლიანდაგის მხარეს (საჩხერის მხარეს) მოედნის მოწყობის სამუშაოებს, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით გრუნტის გზაზე, რისთვისაც განთავსდება საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას უზრუნველყოფენ.