ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა კიდევ სამმა ადამიანმა ამოიკერა პირი

598

წინა სტატია

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. მოსახლეობის განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით მიყენებული ზარალის გამო, კიდევ სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა. პროტესტს ამ ფორმას ამჯერად ქალები შეუერთდნენ და ამ დროისთვის აღნიშნული სახით პროტესტს 8 ადამიანი გამოხატავს.

შუქრუთის მცხოვრებლების თქმით, კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ამიტომ ზარალის ათვლას და სათანადო კომპენსაციას მოითხოვენ.