წაღვერში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

606

დაბა წაღვერში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასასვენებელი სივრცე წაღვერის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

„პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო სივრცე, ჩატარდება სკვერის შიდა ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოები, განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტი. ასევე, გამწვანდება სკვერის ტერიტორია.

სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 529 000 ლარი დაიხარჯება.

სკვერის რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.