საირმის ქუჩა N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოეწყო. საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით, კედელზე ლითონის დამცავი ღობეც დამონტაჟდება. მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 33 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა.
„აღნიშნულ მისამართზე სკვერის ზედა მხარეს განთავსებული იყო რამდენიმე ავტოფარეხი, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. თავდაპირველად განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი. შემდეგ კი, ძველი, დაბეტონებული, არასწორი კონსტრუქციის ნაცვლად, სათანადო კონსტრუქციის ახალი გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო “, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 131 576 ლარით დაფინანსდა.