„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვისთვის ჯარიმა 2000 ლარით განისაზღვრა

370

„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 25 და 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვისთვის ჯარიმა 2000 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აღრიცხვის შესახებ ჩანაწერი არ გვხვდებოდა კანონის ძველ რედაქციაში. კანონის ძველი რედაქცია ითვალისწინებდა მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებას. ახალი რედაქციით, ეს 25- მეტრიანი რადიუსიც იზრდება და დაუშვებელი ხდება როგორც კენჭისყრის შენობაში, ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

რაც შეეხება კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსებას, ამ ნაწილში კანონის არსებული მოთხოვნა უცვლელი რჩება და შენობიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, კვალავაც ჩამოხსნას-დემონტაჟს-აღებას ექვემდებარება.